ჩვენს შესახებ
შ.პ.ს ,,ივერიკო“ არის საოჯახო კომპანია, რომელიც თავის საქმიანობას ეწევა 2017 წლიდან, ჩვენი კომპანია ეწევა სასოფლო სამეურნეო საქმიანობას, კერძოდ მარცვლეული კულტურის ( ხორბალი ; ქერი; მზესუმზირა; ლობიო; ბარდა ) ელიტური სათესი მასალის წარმოებას . ასევე 2017 წლიდან ვართ გერმანული სათესლე ხორბლისა , ქერის და სხვა მრავალი ჯიშების მწარმოებელ – სელექციონერების და გერმანული გაერთიანება ,,სათესლე ალიანსი’’ ,,SAATEN – UNION” GmbH( WWW.SAATEM-UNION.DE ) ოფიციალური, ექსკლუზიური წარმომადგენელი ( დილერი ) საქართველოში. კომპანია ,,ივერიკო“ თავის საქმიანობას ეწევა ქვემო ქართლში, კერძოდ ბოლნისში. ბოლნისის ისტორია მნიშვნელოვანია იმითაც რომ ბოლნისის ისტორიულ ტერიტორიას დაახლოებით 200 ( ორასი ) წლის უკან ერქვა ,,კატერინენფელდი“ , სადაც დაახლოებით 150 ( ასორმცდაათი ) წელი გერმანული ოჯახები ცხოვრეებდნენ , რომლებიც აქტიურად ეწეოდნენ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას , კერძოდ მარცვლეული კულტურებისა და ვაზის სავენახე სამეურნეო საქმიანობებს. დღესდღეობის შ.პ.ს ,,ივერიკო“ ფლობს 170 (ორას) ჰექტარზე მეტ ,,სასოფლო-სამეურნეო“ მიწის ნაკვეთებს და ასევე სხვადასხვა ჯიშის ვაზის ვენახებს. შ.პ.ს ,,ივერიკო“ -ს საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრში – საქპატენტში , დარეგისტრირებული აქვს მარცვლეული კულტურის შემდეგი ჯიშები : 1. საშემოდგომო ხორბალი – ,,ესტივუსი“ 2. საშემოდგომო ხორბალი – ,,ალატუსი“ 3. საშემოდგომო ხორბალი – ,,გენიუსი“ 4. საშემოდგომო ხორბალი – ,,მულანი“ 5. საშემოდგომო ქერი – ,,ტიტუსი“ 6. საშემოდგომო ქერი – ,,სკარპია“ 7. საშემოდგომო ქერი – ,,მულანი“. ზემოთ აღნიშული მარცვლეული კულტურის ჯიშები , კარგად ადაპტირდა საქართველოს ტერიტორიის ნიადაგს და საკმაოდ დიდი მოთხოვნით და პოპულარობით სარგებლობს ქართველ ფერმერებში, რომლებიც დაკავებული არიან მარცვლეული კულტურის წარმოებით საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. შ.პ.ს ,,ივერიკოს“ დაარსებამდე , მისი დამფუძნებლების ორგანიზებით, საქართველოში 2013 წელს პირველად,მოეწყო ,, პურის ყანის დღე“ , ,, FELDTAG ” სადაც მოწვეული იყვნენ ფერმერები რომლებიც ეწევიან მარცვლეული კულტურის წარმოებას საქართველოს ყველა რეგიონში. ასევე 2016 წელსაც ჩატარდა ანალოგიური ღონისძიება. ჩვენი ორგანიზებით ზემოთ აღნიშნული დღე რამოდენიმეჯერ ჩატარდა. იხილეთ ორი ვიდეო ქვემოთ მოცემულ youtube- ლინკებზე.