მეღვინეობა

შ.პ.ს ,,ივერიკო“ საოჯახო კომპანიაა, რომელიც თავის საქმიანობას 2017 წლიდან ეწევა. ჩვენი კომპანია ახორციელებს სასოფლო სამეურნეო საქმიანობას, კერძოდ მარცვლეული კულტურის ( ხორბალი ; ქერი; მზესუმზირა; ლობიო; ბარდა ) ელიტური სათესი მასალის წარმოებას. ასევე 2017 წლიდან ვართ გერმანული სათესლე ხორბლის, ქერის და სხვა მრავალი ჯიშების მწარმოებელ – სელექციონერების და გერმანული გაერთიანება ,,სათესლე ალიანსის“ წევრი. კომპანია ,,ივერიკოს“ საქმიანობის არეალი მოიცავს ქვემო ქართლს, კერძოდ ბოლნისის მუნიციპალიტეტს.

კომპანიისთვის ბოლნისის ტერიტორიის შერჩევა განსაკუთრებით მნიშნელოვანი იყო თავისი ისტორიით. ბოლნისის ისტორია გამორჩეულია იმითაც, რომ აღნიშნულ ტერიტორიას დაახლოებით 200 ( ორასი ) წლის უკან ერქვა ,,კატერინენფელდი“ , სადაც დაახლოებით 150 ( ასორმცდაათი ) წელი გერმანული ოჯახები ცხოვრობდნენ და აქტიურად ეწეოდნენ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას, კერძოდ მარცვლეული კულტურებისა და ვაზის სავენახე სამეურნეო საქმიანობებს.
დღესდღეობის შ.პ.ს ,,ივერიკო“ ფლობს 170 (ორას) ჰექტარზე მეტ ,,სასოფლო-სამეურნეო“ მიწის ნაკვეთებს და ასევე სხვადასხვა ჯიშის ვაზის ვენახებს როგორც ქვემო ქართლში ასევე იმერეთში. ქვემო ქართლში (კერძოდ ქალაქ ბოლნისის სოფელ დისველში ) შემდეგი ქართული ტრადიციული სახეობის ვაზის ჯიშებს: თავკვერი , მწვანე , ჩინური , რქაწითელი , ხოლო დასავლეთ საქართველოში (კერძოდ ზემო საზანოში ) ციცქას ვაზის ჯიშს.
2021 წელს შედგა შ.პ.ს ,,ივერიკოს“ ეგრედ წოდებული დებიუტი, კერძოდ ჩამოსხმული იქნა ტრადიცული მეთოდით დამზადებული შემდეგი დასახელების ღვინის პირველი პარტიები: თავკვერი მწვანე რქაწითელი-ჩინური

2021 წლიდან ქალაქ ბოლნისის ისტორიულ სოფელ დისველში , სადაც გაშენებულია ჩვენს საკუთრებაში არსებული ვენახები , აქტიურად მიმდინარეობს მრავალფუნქციური მარნის მშენებლობა, რომელიც მოიცავს ოთხ შენობა-ნაგებობას. აღნიშნულ ტერიტორიაზე განლაგებული იქნება ქართული ტრადიციული ღვინის მარანი, სადეგუსტაციო დარბაზი, ჭაჭის სახდელი შენობა და რა თქმა უნდა ულამაზესი ხედები რომლით დატკბობა შეეძლება ნებისმიერ ჩვენთან ჩამოსულ სტუმარს.
2022 წელს ჩვენს მიერ ტრადიციული მეტოდით ჩამოსხმული იქნება შემდეგი ტრადიციული წესით დამზადებული ღვინოები : თავკვერი მწვანე ჩინური რქაწითელი ციცქა